Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

18/02/2024 13:09:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებთ, ქვეყნისთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ ისაუბრა.

"გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი, არჩევანი არ არის და რისი გაზიარებაც მინდა ისაა, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ გლობალურ სურათს შეხედავთ, რას ხედავთ... ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ყველა ქვეყანას კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ ახლა ანტისატელიტური ომისაკენ მიდის, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომუნიკაციებს და ჩვენი ქვეყნების მთლიან ლოჯისტიკას.

ასე რომ, ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული რესურსი, რომელიც ამ საკითხების გადასაჭრელად არსებობს. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, რათა დაჩქარდეს რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და წინ აღვუდგეთ ავტოკრატიათა ალიანსს, რომელიც ამწვავებს ტერორიზმსა და კიბერშეტევებს. ყველა საფრთხე, რომელიც მოდის, ერთი და იგივე მიმართულებიდან მოდის. მაშ ასე, მოდით შევხედოთ ამ სურათს, რომელიც მიუნხენისთვის არის სურათი, რომელიც უნდა დავინახოთ და არ დავიმალოთ კომფორტის მიღმა", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S