Accentnews.ge
მედია: "ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისას მიღებული სისხლჩაქცევები აქვს"

მედია: "ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისას მიღებული სისხლჩაქცევები აქვს"

18/02/2024 12:46:19 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია, – იტყობინება „ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროთა, ცნობით, მორგს პოლიცია იცავს.

ექიმის თქმით, მისმა კოლეგებმა ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.

„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო", – აცხადებს ექიმი.

მისი ინფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს:

"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს".

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ცნობით, ცხედარისთვის ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებით. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ექიმები სავარაუდოდ, მოსკოვიდან სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდებიან.

როგორც გამოცემა იუწყება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე კი გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემა შეუძლებელია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა და მისი ადვოკატი მივიდნენ სალეხარდის მორგში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ. მათ სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ ნავალნის ცხედარი იქ არ იყო.

ცნობისთვის: ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. მისი თანამებრძოლები თვლიან, რომ ეს იყო მკვლელობა მიუხედავად იმისა, მოხდა ეს უშუალოდ, თუ ეს იყო კოლონიაში სასტიკ პირობებში ყოფნის, ან 2020 წელს მოწამვლის შედეგად.

რუსეთის და უცხოეთის არაერთ ქალაქში დემონსტრანტებმა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გამართეს. რუსეთში მოწყობილ აქციებზე დაპატიმრებულთა რაოდენობამ 350 ადამიანს მიაღწია.

დასავლეთის არაერთმა პოლიტკოსმა გარდა სამძიმრის გამოთქმისა, ოპოზიციონერის სიკვდილში რუსეთის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

ამასთან, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა მოსკოვს მოუწოდეს, საფუძვლიანად გამოიძიოს პოლიტიკოსის სიკვდილის გარემოებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S