Accentnews.ge
სასულიერო პირი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდის მცდელობისთვის დააკავეს, ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა

სასულიერო პირი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდის მცდელობისთვის დააკავეს, ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა

18/02/2024 10:48:43 მსოფლიო

სანკტ-პეტერბურგში სასულიერო პირი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო, რომელიც ალექსეი ნავალნისთვის სამების მოედანზე საეკლესიო პანაშვიდის გადახდის განზრახვის გამო დააკავეს, ინსულტის დიაგნოზით მოხვდა საავადმყოფოში.

არსებული ცნობები, პოლიციის განყოფილებაში სასწრაფო დახმარება დაკავებულის ადვოკატმა გამოიძახა, სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

იუწყებიან, რომ სასულიერო პირის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია არასანქცირებული აქციის მოწყობის მუხლით.

რუსული მედია წერს, რომ ნავალნის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი საბოლოოდ სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა მღვდელმა ჩაატარა.

16 თებერვალს იამალო-ნენეცის ოლქის ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S