Accentnews.ge
პრეზიდენტი:"ევროკავშირის ინტერესებშია, რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ"

პრეზიდენტი:"ევროკავშირის ინტერესებშია, რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ"

18/02/2024 10:13:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ევროკავშირის ინტერესებშია, რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში". ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, უსაფრთხოების გამო.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა. უსაფრთხოების აუცილებლობა უნდა იგრძნოს ევროკავშირმაც, რადგან შეიძლება, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, თუ ევროკავშირის წევრები არ იქნებოდნენ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი. ასე რომ, ევროკავშირში წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის. შემდეგი გაფართოება, ჩვენი გაფართოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებით ღირებულებას შექმნის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც საერთოა და, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ – ეს არის შავი ზღვა. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს არის ის, რაც მან 2007 წელს დააანონსა, რომ ის არ მისცემდა საშუალებას დასავლეთს, შესულიყო შავ ზღვაში. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ? ჯერ იყო 2008 წელს საქართველო, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, შემდეგ იყო ყირიმი, მთავარი ადგილი შავ ზღვაში და შემდეგ ომი უკრაინაში. რუსეთმა წინასწარ თქვა, რის გაკეთებას აპირებდა და ახლა აკეთებს. ჩემი აზრით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია და ცხადია, საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დაკავშირებადობისთვის ევროპასთან, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში, რის გაკეთებასაც მოსკოვი ახლა ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S