Accentnews.ge
მდინარაძე იზიარებს შეფასებას, რომ ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია

მდინარაძე იზიარებს შეფასებას, რომ ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია

16/02/2024 16:01:53 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეთანხმება შეფასებას, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია. თუმცა არც ამ შემთხვევაში გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, ესაუბრა "ნაციონალურ მოძრაობაზე". მდინარაძის კომენტარი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

„დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება კი არა, ის საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მისი გარდაცვალების მიზეზებზე, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ამავდროულად, არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს, ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს ციხეში დაღუპულ ასობით პატიმარს.სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. თუ ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამ რაკურსში შევხედავთ ამ ყველაფერს. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, NGO-ს ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც კი ისმება ასეთ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ნავალნის და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის საპატიმრო პირობებიც შეადარა ერთმანეთს:

„დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში. ძალიან გთხოვთ დაგუგლოთ, რანაირ ე.წ. კამერაში იჯდა ნავალნი თავისი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ეს ფოტოები – სააკაშვილის ოროთახიანი ლუქსისის და ნავალნის ე.წ. კამერის. როგორი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, [არ არსებობს]“.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S