Accentnews.ge
ნავალნის პატივსაცემას რუსეთის ქალაქებში აქციები იმართება

ნავალნის პატივსაცემას რუსეთის ქალაქებში აქციები იმართება

16/02/2024 15:47:08 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შესახებ, რუსეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პოლიტიკოსის პატივსაცემად აქციები დაიწყო.

ტელეგრამ–არხები იუწყებიან, რომ 16 თებერვალს სპონტანური მემორიალები გაჩნდა ულიანოვსკში, ნოვოსიბირსკში და ვიატკაში, ტომსკში, ყაზანში, იჟევსკში, პსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, პერმში, ტვერში, კიროვში და ბელგოროდში.

არის ცნობები დაკავებების შესახებაც. მაგალითად, მურმანსკში ახალგაზრდა ქალს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით, "მისი სისხლი შენს ხელებზეა, ვოვა" – ის დააკავეს.

აქტივისტები შეიკრიბნენ, მათ შორის, საქართველოშიც – თბილისსა და ბათუმში. რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან მიიტანეს ნავალნის ფოტოები, ყვავილები, სანთლები და მდუმატედ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S