ლაიენი – ნავალნის დაღუპაზე: საშინელი შეხსენება, რას წარმოადგენს პუტინი
16/02/2024 15:31:46 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შესახებ ცნობებს ეხმიანება.
„ღრმად შემძრა და დამამწუხრა ალექსეი ნავალნის სიკვდილმა. პუტინს არაფრის ეშინია, საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად. ეს არის საშინელი შეხსენება - თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლების დაცვისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის, ვინც ბედავს წინ აღუდგეს ავტოკრატიას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.
უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.
თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.


