Accentnews.ge
სასამართლომ ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

16/02/2024 12:09:41 სამართალი

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ უკვე ყოფილ სამხედროს, მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ.

გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი სამხედროებმა მისი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S