Accentnews.ge
საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება

საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება

16/02/2024 06:51:06 მსოფლიო

საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება. ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი15 თებერვალს დაამტკიცა.

კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან პარტიული ერთიანობის იშვიათი ჩვენებით, მიუხედავად დაძაბული დებატებისა. კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

გამოკითხვების მიხედვით, ბერძნების დამოკიდებულება საკითხის ირგვლივ ორადაა გაყოფილი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას.

2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S