Accentnews.ge
ლატვიაში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ და შემოსავლის წყარო დაადასტურონ

ლატვიაში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ და შემოსავლის წყარო დაადასტურონ

16/02/2024 06:03:27 მსოფლიო

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, აღიარა კანონით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად შემოსავლის წყარო მიუთითონ.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ დეპორტაცია ემუქრებათ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვიის პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 25 ათას, ლატვიის ყოფილ, ე.წ. არამოქალაქეს ან მოქალაქეს, რომლებმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, ბინადრობის უფლების მისაღებად ევალებათ, ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და შეასრულონ კიდევ რიგი სხვა მოთხოვნები. ლატვიამ მათ ორი წლით გადავადების უფლება მისცა, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა გამოცდის ჩაბარების საშუალება.

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ლატვიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საჩივრები და დაადგინა, რომ მათ საკმარისი დრო მიეცათ სახელმწიფო ენის შესასწავლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირი არანაირად არ შეეცადა თავისი იურიდიული სტატუსის შენარჩუნებას ლატვიაში, ( არ ჩაეწერა გამოცდაზე, არ შეიტანა საბუთები და ა.შ.) მაშინ მან გამოავლინა, რომ არ არის დაინტერესებული ლატვიასთან კავშირების შენარჩუნებით და ქვეყნიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება შეიძლება, თანაზომიერად ჩაითვალოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მოქალაქეების ბინადრობის უფლების გადახედვა არის დასაბუთებული ქმედება სახელმწიფოსი, რომელსაც სურს, დარწმუნდეს, რომ მისი მცხოვრებლები არ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას.

რუსეთის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა ლატვიის გადაწყვეტილება ბინადრობის უფლების გაგრძელების წესების გადახედვის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას "უსაფრთხოებისთვის მუქარა" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S