
მაშველებმა მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
16/02/2024 05:52:56 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს.
მაშველებმა ავტომობილიდან კაცის ცხედარი ამოასვენეს.
ცნობისთვის: სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.