Accentnews.ge
NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში ერთი მილიონი დრონის​ გაგზავნას გეგმავენ

NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში ერთი მილიონი დრონის​ გაგზავნას გეგმავენ

15/02/2024 15:13:02 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები უკრაინაში ერთი მილიონი დრონის​ გაგზავნას გეგმავენ. ამის შესახებ მან NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მოკავშირეებს უახლესი მოვლენები გააცნო და ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების, მათ შორის კანადის, ფინეთისა და ნორვეგიის მიერ გამოცხადებული დახმარების ახალი პაკეტები. ისინი მოიცავს ძირითად შესაძლებლობებს, როგორიცაა, მათ შორის F-16–ების აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები. ასევე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში ერთი მილიონი დრონის​ გაგზავნას გეგმავენ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსის 20 მოკავშირე შეთანხმდა განაღმვითი კოალიციის შექმნაზე.

"ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ალიანსის მოკავშირეები ერთად უკრაინის სამხედრო დახმარების 99%-ს ფარავენ და ჩვენი მუდმივი ერთგულება აუცილებელია უკრაინის თავისუფლების შესანარჩუნებლად. რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო – NATO–ს სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა –100 მილიარდი აშშ დოლარი. ასე რომ, ჩვენი მხარდაჭერა არის ნამდვილი ტრანსატლანტიკური ტვირთის გაზიარების მაგალითი და ის ყოველ დღე ნამდვილ განსხვავებას ქმნის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი პოლონეთში "NATO-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, სწავლებისა და განათლების ცენტრს" ქმნის:

"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ახალი "NATO-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, სწავლებისა და განათლების ცენტრი" შევქმნათ. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გაიზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და ის შექმნის სტრუქტურას, რომ უკრაინულმა ძალებმა ისწავლონ და ივარჯიშონ მოკავშირე კოლეგებთან ერთად.ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S