Accentnews.ge
მედია: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის  სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

მედია: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

15/02/2024 09:47:49 მსოფლიო

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, - იუწყება Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარიაას განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო.

გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.

ცნობისთვის: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S