Accentnews.ge
იანვარში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა

იანვარში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა

15/02/2024 08:31:40 ეკონომიკა

2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხეს, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.

ამასთან, ევროკავშირიდან 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯამური გადმორიცხვები 53.9%-ით შემცირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S