Accentnews.ge
აუდიტის ანგარიში: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს, საგამოცდო ტესტების 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი

აუდიტის ანგარიში: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს, საგამოცდო ტესტების 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი

14/02/2024 10:12:44 საზოგადოება

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.

დოკუმენტის თანახმად, საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი.

"საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში ცვლილებები არ შესულა;

საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;

გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის;

2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია“,- აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S