
ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს
14/02/2024 09:57:26 საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს.
"აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროის მონაცემებით, ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით რეისის შესრულება 19:00 საათზე იგეგმება.