Accentnews.ge
მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ

მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ

14/02/2024 06:39:12 საზოგადოება

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა მათი რეგისტრაცია - იდენტიფიკაცია 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ.

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, იგივე დრო და ვალდებულება ეძლევათ ძაღლებისა და კატების მიმკედლებელ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც სწორედ 2025 წლის 1 ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S