Accentnews.ge
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით მე და ჩემს ოჯახს

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით მე და ჩემს ოჯახს

13/02/2024 18:54:18 საზოგადოება

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას განცხადებით, მას და მის ოჯახს ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერები ლიკვიდაციით ემუქრებიან. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

სასულიერო პირის თქმით, მის მიმართ განწყობები განსაკუთრებით სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ გამწვავდა. თუმცა სასულიერო პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც მას ემუქრებიან, „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები არ არიან.

„მატრონა მოსკოველის ხატმა გამოავლინა იმ ადამიანების მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით, არამხოლოდ მე, არამედ ჩემს შვილებს და ოჯახს. ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი პარტიის მიმდევრები. არ მინდა დასახელება. ალბათ, ხვდებით“, – განაცხადა დეკანოზმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S