
ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
13/02/2024 18:31:29 საზოგადოება
ქართველი ფალავანი, ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. მან გასულ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ლერი აბულაძემ (63 კგ) 12 თებერვალს იასპარეზა, ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.