Accentnews.ge
საქსტატი: იანვარში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, იმპორტი 10%-ით

საქსტატი: იანვარში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, იმპორტი 10%-ით

13/02/2024 07:25:34 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 26.3 პროცენტით ნაკლების გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი, ანუ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირდა 10.2 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S