ირაკლი კობახიძემ ახალი ვიცე-პრემიერები წარადგინა
12/02/2024 07:18:22 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცე-პრემიერები წარადგინა.
პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ასევე, ვიცე-პრემიერები იქნებიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.


