Accentnews.ge
საქსტატი: ყველაზე მეტი საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთში ფუნქციონირებს, ყველაზე ნაკლები – რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

საქსტატი: ყველაზე მეტი საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთში ფუნქციონირებს, ყველაზე ნაკლები – რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

12/02/2024 06:54:16 საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება. საქართველოში, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია დასაქმებული.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთში ფუნქციონირებს, ყველაზე ნაკლები – რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

კერძოდ, იმერეთში 308 საჯარო საბავშვო ბაღია, სადაც 17 729 აღსაზრდელი და სხვადასხვა სტატუსის 2 707 პედაგოგი მუშაობს. რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 49 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც 800 აღსაზრდელი ირიცხება, სხვადასხვა სტატუსის დასაქმებულ პედაგოგთა რაოდენობა კი, 185-ია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52 945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება, თბილისში დასაქმებულ აღმზრდელ-პედაგოგებს/ აღმზრდელებს/ აღმზრდელის თანაშემწეებს/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგებს, მათი რაოდენობა 6 011-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S