Accentnews.ge
ისრაელი: ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მძევალი გავათავისუფლეთ

ისრაელი: ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მძევალი გავათავისუფლეთ

12/02/2024 06:31:44 მსოფლიო

ისრაელის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი მძევალი გაათავისუფლეს.

მძევლები იდენტიფიცირებულები არიან, როგორ ფერნანდო სიმონ მარმანი, 60 წლის და ლუი ჰარი, 70 წლის, რომლებიც "ჰამასმა" გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ისრაელის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ეს იყო "შთამბეჭდავი განთავისუფლების ოპერაცია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S