ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა
10/02/2024 05:31:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა. გენერალ-ლეიტენანტ სერჰი შაპტალას ნაცვლად ეს თანამდებობა გენერალ-მაიორმა ანატოლი ბარგილევიჩმა დაიკავა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბარგილევიჩის კანდიდატურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ წამოაყენა. შეიარაღებულ ძალებში გადაადგილებებამდე ბარგილევიჩს ტერიტორიული დაცვის ძალების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
როგორც RBC-Ukraina იტყობინება, ბარგილევიჩი 2022 წელს კიევის თავდაცვისას გოსტომელის მიმართულებას კურირებდა. იქ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ხელში ჩაიგდო აეროდრომი, რომელიც სავარაუდოდ, საჰაერო-სადესანტო ძალების გადასროლისთვის უნდა გამოეყენებინათ. რუსეთის ჯარებმა ვერ მოახერხეს მისი გამოყენება.
8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალი ვალერი ზალუჟნი, მისი ადგილი კი დაიკავა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე სახმელეთო ჯარების სარდალი იყო. 9 თებერვალს ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ეს წოდება მიენიჭა ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალ კირილო ბუდანოვს.


