Accentnews.ge
ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

09/02/2024 11:44:36 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S