Accentnews.ge
ეროტიული თემატიკის ღონისძიებების ორგანიზატორები რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას აანონსებენ

ეროტიული თემატიკის ღონისძიებების ორგანიზატორები რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას აანონსებენ

08/02/2024 13:39:15 საზოგადოება

რუსული პროექტის Kinky Party-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი აჩერებენ ეროტიული თემატიკის დახურულ ღონისძიებებს მოსკოვში, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან მიიღეს გაფრთხილება და საქართველოში გადმოსვლას აანონსებენ. შესაბამისად, გაუქმდა მე–8 საიუბილეო ღონისძიება, რომელიც 17 თებერვლისთვის ჰქონდათ დაგეგმილი.

„სამთავრობო უწყებებიდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ უწინდელ ფორმატში ჩვენი საღამოების ჩატარება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსთან, დაუშვებელი იქნება [...]

ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ჩვენს ღონისძიებებს საქართველოში და იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებშიც შეგხვდებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S