წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო
08/02/2024 06:42:22 მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია.
მისი ცნობით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი ფაზილ მუსტაფაა ხმათა 1.5%-ით.


