
„საქართველოს რკინიგზა": სამგზავრო მიმოსვლა 8 თებერვლიდან განახლდება
07/02/2024 18:47:28 საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, 8 თებერვლიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა.
„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“,- ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა რის გამოც რეისზე არსებულმა მატარებლებმა ვეღარ გააგრძელეს მოძრაობა. ამასთანავე, უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისებიც გაუქმდა.