Accentnews.ge
მედვედევი კვლავ "აპოკალიფსით" იმუქრება

მედვედევი კვლავ "აპოკალიფსით" იმუქრება

07/02/2024 13:45:11 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ დაემუქრა ნატოს და ევროპელი ლიდერებს „აპოკალიფსით“.

„სუნაკი, შოლცი, მაკრონი, ნორვეგიელი, ფინელი, პოლონელი და სხვა ლიდერები ნატოს ქვეყნებიდან ამბობენ, რომ „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვისო“... თუ, ღმერთმა ნუ ქნას, და ასეთი ომი მოხდება, მაშინ ის არ წარიმართება სპეციალური სამხედრო ოპერაციის სცენარით [როგორც რუსები უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს - რედ.] ის არ იქნება არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და ელექტრონული ომარი ტექნიკის გამოყენებით.

ჩვენი სამხედრო პოტენციალის შეუდარებლობის გამო, ჩვენ უბრალოდ არჩევანი არ გვექნება. პასუხი ასიმეტრიული იქნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოყენებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები სპეციალური ქობინით. ეს ეფუძნება ჩვენს დოქტრინალურ სამხედრო დოკუმენტებს და ეს ყველასთვის ცნობილია. და სწორედ ეს არის აპოკალიფსი. ყველაფრის დასასრული.",– დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი იმუქრება ბირთვული ომით.

რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, ლიდერებმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა და რომ ევროპის ქვეყნები უნდა მოემზადონ რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ალიანსის რომელიმე წევრზე, რაც NATO–ს წესდებით, მე–5 მუხლის ამოქმედებას იწვევს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S