
უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი ემსხვერპლა
07/02/2024 13:21:21 საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა, – იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
აეროსტატის ჩამოვარდნის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.