Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა

აშშ-ის კონგრესში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა

07/02/2024 13:06:40 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა. საუბარია 17,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე.

კანონპროექტს მისაღებად კონგრესმენების 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. აღნიშნული კანონპროექტი იყო მცდელობა, რომ ისრაელის დახმარების საკითხი უკრაინის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის კონტროლის თემებიდან გამოცალკევებულიყო. საბოლოო კენჭისყრისას კანონპროექტს მხარს უჭერდა 250, ხოლო მოწინააღმდეგე იყო 180. რამდენიმე კანონმდებელმა თქვა, რომ ისინი ისრაელის დასახმარებლად ალტერნატიული გზების ძებნას აპირებენ, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებას.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, ისინი დაუკავშირდებიან იმ დემოკრატ კონგრესმენებს, ვინც ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S