ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს
07/02/2024 13:02:02 საზოგადოება
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ხუთი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაოები.


