Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

07/02/2024 12:20:52 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„გამოვთქვამ სამძიმარს დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს მეგობრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. მაშველებმა იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S