
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ტრაგედიის გამო, სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა
07/02/2024 11:52:49 პოლიტიკა, საზოგადოება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“,- წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთშიც. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. მაშველებმა იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.