Accentnews.ge
სტიქიამ პრობლემები, მათ შორის გორსა და ხაშური შექმნა

სტიქიამ პრობლემები, მათ შორის გორსა და ხაშური შექმნა

07/02/2024 11:11:46 საზოგადოება

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას წააქცია ხეები. წყალმა დატბორა გზები, ეზოები, სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ბაზრის ტერიტორიაც. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი სახლია დატბორილი. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიამ პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

დენის მიწოდება შეუწყდა გორის სოფლების ნაწილს და დაზიანებულ მონაკვეთებზე ენერგეტიკოსები მუშაობენ. გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილია, რადგან ელექტროენერგიის უქონლობის გამო გაითიშა გათბობის სისტემებიც.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთშიც. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. მაშველებმა იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S