Accentnews.ge
კალაძე: დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება

კალაძე: დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება

07/02/2024 07:28:36 საზოგადოება

დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებები ჯერ თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილება, შემდეგ საკრებულოს გადაეგზავნება.

"ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომლებიც შედგება გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გახლავთ გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები. თქვენ იცით, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება. აღნიშნული დამატებითი თანხებით გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების განხორციელება.

მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ გვქონდა, შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული. წელს გვინდა დამატებით ის 40 ერთეულიც შევიძინოთ“,- თქვა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S