Accentnews.ge
რიჟვაძე: საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან, 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას

რიჟვაძე: საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან, 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას

06/02/2024 17:03:12 რეგიონები, საზოგადოება

ქედასა და ხულოში 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას, - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მისი შეფასებით, საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან, მაღალმთიან აჭარაში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.

"სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად. ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ სტიქიურმა მოვლენებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას: ქედის მუნიციპალიტეტიდან 70 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, შუახევის მუნიციპალიტეტიდან -19, ხულოს მუნიციპალიტეტში - ერთი. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. პრობლემებია გზებზე. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არა ერთი ზარი შემოდის. ვცდილობთ, ეტაპობრივად დავეხმაროთ ყველა ოჯახს საჭიროების მიხედვით. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები, თავი შეიკაონ გზებზე გადაადგილებისგან.

ასევე, ყველას გვესმის, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ", - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რიჟვაძემ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S