
მედია: ყაზახეთი აორმაგებს ნავთობის ექსპორტს, მათ შორის, საქართველოს გავლით
06/02/2024 08:56:59 მსოფლიო, ეკონომიკა
ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობისა და გაზის მიწოდება 2023 წელს 3,73 მილიონ ტონამდე გაზარდა 2022 წლის 1,91 მილიონი ტონიდან, – წერს Reuters.
ყაზახეთი ავითარებს მარშრუტებს რუსული პორტების გვერდის ავლით, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ანტირუსული სანქციების რისკი.
მთლიანობაში, გასულ წელს ყაზახეთმა 70,5 მილიონი ტონა ნავთობისა და გაზის კონდენსატი გაიტანა ექსპორტზე, 2022 წელს – 64,3 მილიონი ტონა.
გასულ წელს ყაზახური ნავთობის ძირითადი დამატებითი მარშრუტები იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და საქართველოს პორტი ბათუმი, ასევე "დრუჟბას" მილსადენი, რომელიც ნავთობს ატარებს შვედტში მდებარე გერმანულ ქარხანაში.
ნავთობის მიწოდება კასპიის პორტ აქტაუდან ბაქოს მიმართულებით, წყაროების თანახმად, გასულ წელს გაიზარდა 1,468 მლნ ტონამდე 2022 წლის 0,250 მლნ ტონადან, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მიმართულებით 1,392 მლნ ტონამდე.
2023 წელს ამ მარშრუტზე ნედლეულის მომწოდებლები იყვნენ Tengizchevroil (TCO) (72%), Total&Dunga (18%), Zhaikmunai (5%) და Buzachi ნავთობი (4%).
ტრანსკასპიურ მარშრუტზე მთლიანი ექსპორტი იყო 1,55 მილიონი ტონა, – ნათქვამია Reuters-ის შეფასებაში, რომელიც ეფუძნება Kaztransoil-ის მონაცემებს და წყაროებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას, სურს გააორმაგოს ნავთობის ექსპორტი ტრანსკასპიის მარშრუტზე ორ წელიწადში 3 მილიონ ტონამდე და განიხილავს ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანსპორტირებას.
ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ყაზახეთს შეუძლია გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში დრუჟბას ნავთობსადენის გავლით 2 მილიონ ტონამდე წელიწადში.