Accentnews.ge
გიული ალასანია: ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ მიხეილ სააკაშვილი მორჩება აქ

გიული ალასანია: ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ მიხეილ სააკაშვილი მორჩება აქ

05/02/2024 11:02:38 პოლიტიკა, საზოგადოება

"არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ სააკაშვილი განიკურნება", – ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, კონსილიუმის წევრები პროფესიონალი ექიმები არიან და მათ დასკვნას ენდობა.

„დღეში ორჯერ დავდივარ, ყოველთვის ერთ მდგომარეობაშია. სწორია ყველაფერი, რაც დასკვნაში წერია. საქმე ისაა, რომ თითქმის წელიწადი და ცხრა თვეა, რაც „ვივამედში“ არის მოთავსებული. სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება. არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება. სააკაშვილთან დასკვნის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა დასკვნა არის ის, რასაც ყოველდღე ვხედავ. აბსოლუტურად ვენდობი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან ექიმები, რომლებიც დადიან. ეს ყველაფერი სანდოა, მაგრამ ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი არ არის. ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ ეს ადამიანი მორჩება აქ. პირიქით, ვხედავ, რომ ნელი სიკვდილი აქვს მისჯილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამავე თემაზე: ომბუდსმენის კონსილიუმი: სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S