Accentnews.ge
რატი ბრეგაძე: 2025 წლამდე საქართველოში 130 იუსტიციის სახლი იქნება

რატი ბრეგაძე: 2025 წლამდე საქართველოში 130 იუსტიციის სახლი იქნება

05/02/2024 07:34:53 სამართალი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის რატი ბრეგაძის განცხადებით, 2025 წლამდე საქართველოს მასშტაბით 130 იუსტიციის სახლი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ხაშურში, შროშაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და ცაისში. ასევე ზოდში, ტოლებსა და ჭალაში. შედეგად, ჩვენ გვექნება უკვე 130 იუსტიციის სახლი მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უსმენენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S