Accentnews.ge
შინაგან საქმეთა მინისტრი: მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციას 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება

შინაგან საქმეთა მინისტრი: მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციას 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება

05/02/2024 07:06:59 სამართალი

მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციას 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S