Accentnews.ge
ამინდის 5 - 8 თებერვლის პროგნოზი

ამინდის 5 - 8 თებერვლის პროგნოზი

04/02/2024 08:21:35 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მთიან რეგიონებში ნისლს და ქარბუქს ელიან. ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S