Accentnews.ge
ირანის პრეზიდენტი: ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს

ირანის პრეზიდენტი: ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს

02/02/2024 15:49:50 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის განცხადებით, თეირანი არ დაიწყებს ომს, მაგრამ მკაცრად უპასუხებს ყველას, ვისაც მისი დაშინების სურვილი გაუჩნდება.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ან ძალა მოისურვებს ჩვენს დაბულინგებას, ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად უპასუხებს. ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ მას ენდონ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: შეერთებული შტატები აპირებს, პასუხი გასცეს იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას, რომლის დროსაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და, სულ მცირე, 40 დაშავდა. შტატბი თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S