რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ოკუპირებულ ზიმოგორიეში ჩამოაგდო
02/02/2024 08:21:44 მსოფლიო
1 თებერვალს რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ავიაბომბი ოკუპირებულ ზიმოგორიეში, დონეცკის რეგიონში, – იუწყება რუსული ტელეგრამ–არხი Astra საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ FAB-500, პარხომენკოს ქუჩაზე ჩამოვარდა. ქუჩის მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საბრძოლო მასალის დათვალიერება და გატარა დღეს უნდა მოხდეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული თვითმფრინავები ბომბებს ყრიან უკრაინის მათ მიერ ოკუპირებულ ნაწილში ან რუსეთის ტერიტორიაზე. Astra-ს ცნობი, მხოლოდ რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სულ მცირე ხუთი FAB-250–ის ტიპის ავიაბომბი. ბოლო შემთხვევა 27 იანვარს მოხდა. ერთი FAB-250 აღმოაჩინეს ბელგოროდის სოფელ პოსტნიკოვში, მეორე - ასევე ბელგოროდის სოფელ სტრელეცკოეში. სოფელ სტრელეცკოეში ავიაბომბის ჩამოვარდნის ადგილიდან 500 მეტრის რადიუსში მცხოვრები 150-მდე მცხოვრები იქნა ევაკუირებული.


