
იტალიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
02/02/2024 06:01:40 სამართალი
იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ბრალდებით 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, -იუწყება იტალიური მედია.
გამოცემის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კი მცირე დევნის შემდეგ დააკავეს.
ჩხრეკის დროს 35 წლის ქართველ კაცს ჩანთაში ალკოჰოლური სასმლის 6 ბოთლი აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც 200 ევროს შეადგენდა.
დაკავებულ კაცს სასამართლომ პოტენზას რეგიონში შესვლა და ცხოვრება აუკრძალა.