Accentnews.ge
"ქართული ლეგიონი": უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

"ქართული ლეგიონი": უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

01/02/2024 17:16:12 საზოგადოება

„ქართული ლეგიონის“ ცნობით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე 2014 წლიდან იბრძოდნენ.

„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

"ქართული ლეგიონი" სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, –ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის სრუმლასშტაბიან შეჭრას 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S