Accentnews.ge
უკრაინა ყირიმში რუსული ხომალდის განადგურების თაობაზე იუწყება

უკრაინა ყირიმში რუსული ხომალდის განადგურების თაობაზე იუწყება

01/02/2024 15:37:29 მსოფლიო

უკრაინა ყირიმში რუსული ხომალდის განადგურების თაობაზე იუწყება. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, დარტყმები მიიტანეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემ „ივანოვეცზე", რომელიც შავ ზღვაში, დონუზლავის ტბის მახლობლად პატრულირებდა.

"2024 წლის 31 იანვრის - 1 თებერვლის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების "13 ჯგუფის" ჯარისკაცებმა გაანადგურეს "ივანოვეცი". კორპუსზე პირდაპირი დარტყმების სერიის შედეგად ის ამოტრიალდა და ჩაიძირა" - ნათქვამია მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისი ცნობით, განადგურებული გემის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S