
მერია: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება
01/02/2024 08:22:00 საზოგადოება, რეკლამა
თბილისის მერიის ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება.
- კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით.
- გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.
- გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.