
კალაძე: ხვალიდან წერეთელზე გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი
31/01/2024 14:14:23 საზოგადოება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ხვალიდან სრულად აღდგება.
მისი თქმით, დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში.
"დაპირება შესრულებულია. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ ადგილზე, დავათვალიეროთ. ხვალიდან უკვე ორმხრივად, თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი",– თქვა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ადგილზე დასაქმებულებს და მერიის თანამშრომლებს შრომისთვის, ასევე ადგილობრივებს, "რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იტანდნენ ხმაურს, ტალახს".
მისივე თქმით, მერის თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მთლიანად მარტში დასრულდება.