Accentnews.ge
თელ-ავივი-პარიზის რეისზე ქართველმა ექიმმა სალომე ბარბაქაძემ მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

თელ-ავივი-პარიზის რეისზე ქართველმა ექიმმა სალომე ბარბაქაძემ მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

31/01/2024 14:08:37 საზოგადოება

თელ-ავივი-პარიზის რეისზე ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა და მას პირველადი დახმარება ქართველმა ექიმმა სალომე ბარბაქაძემ აღმოუჩინა.

ირკვევა, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ქართველ ექიმს მადლობის სიგელით დააჯილდოებს.

"თელ-ავივი პარიზის რეისზე, შუა მგზავრობაში მგზავრი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ბორტზე ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა სალომე ბარბაქაძე, რა დროსაც მან მყისიერად აღმოუჩინა ის დახმარება რამაც მგზავრს სიცოცხლე აჩუქა. დიდი აპლოდისმენტებით გამოგვაცილეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა და მგზავრებმა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო და ავიაკომპანია, ისრაელში დაბრუნების შემდეგ დააჯილდოებს მას მადლობის სიგელით", - ყვება მომხდარის შესახებ თვითმხილველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S